კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA”-ს ვებ გვერდზე, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს

თქვენ დარეგისტრირებული ხართ MANAMO-ს პორტალზე. სარეგისტრაციო ველში თქვენი სახელისა და გვარის, სქესის, დაბადების თარიღის მითითებისა და თქვენი ელ. ფოსტის username-ის გრაფაში ჩაწერისა და password-ის ველში სასურველი მონაცემის მითითების შემდეგ პირველადი ავტორიზაციის შედეგად მოგენიჭათ MANAMO-ს პლატფორმის წევრის სტატუსი. ყოველ ჯერზე MANAMO-ს პლატფორმაზე შესვლა მოხდება username-ის ველში თქვენი ელ. ფოსტის ჩაწერისა და password-ის ველში თქვენ მიერ არჩეული მონაცემის მითითების შედეგად.

თქვენ ეთანხმებით, რომ MANAMO-ს, ანიჭებთ უფლებამოსილებას ხსენებული ურთიერთობის ფარგლებში, ასევე მარკეტინგული და კვლევითი მიზნებისთვის განახორციელოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემის, მათ შორის ამავე კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დამუშავება თავისი შეხედულებისამებრ და საჭიროების შემთხვევაში წინამდებარე პუნქტში მითითებულ მონაცემთა    გადაცემა    საჯარო    თუ    კერძო    დაწესებულებებისთვის/ორგანიზაციებისთვის; მოიპოვოს თქვენ   შესახებ   ნებისმიერი   ინფორმაცია/დოკუმენტაცია,   რომელსაც    პირდაპირ    თუ ირიბად შეიძლება კავშირი ჰქონდეს წინამდებარე ურთიერთობასთან ან/და ზიანის ოდენობასთან, ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულებიდან/ორგანიზაციიდან, მათ შორის საჯარო რეესტრიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და სამართალდამცავი ორგანოებიდან.

მომხმარებელი, რომელსაც სურს გახდეს წევრი, უნდა იყოს 18 (თვრამეტი) წელზე მეტი ასაკის. წევრის სტატუსის ამოქმედების შემდეგ, წევრი დაექვემდებარება წინამდებარე შეთანხმებითა და პლატფორმით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს. წევრი, რომელიც, აღნიშნული ხელშეკრულების შევსებისას ან/და ვებ-გვერდზე მოთხოვნილი მონაცემების შეტანისას, არ მიუთითებს ზუსტ, სწორ და განახლებულ ინფორმაციას, პირადად არის პასუხისმგებელი ყველა ზარალზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამის გამო.

წევრი აცხადებს და ეთანხმება, რომ იმოქმედებს წინამდებარე წევრობის შეთანხმების დებულებების, პლატფორმაზე მითითებული ყველა პირობის, მოქმედი კანონმდებლობისა და მორალური წესების შესაბამისად. პლატფორმის ფარგლებში წევრის ქმედებებით გამოწვეულ სამართლებრივ და სისხლის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს.

MANAMO-ს შეუძლია წევრის ინფორმაცია გაუზიაროს კომპეტენტურ ორგანოებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. გამოყენებული ტერმინები

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: 
MANAMO- შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA“; 
MANAMO-ს ვებ-გვერდი - შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA“-ს საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართია -www.manamohome.com  და მისი ყველა ქვეგვერდი;

MANAMO-პორტალი - შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA“-ს საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი ან/და აპლიკაცია.

მომსახურება, პროდუქტი - MANAMO-ს პორტალის მეშვეობით მიღებული/მისაღები მომსახურება;

ინტერნეტ ბრაუზერი - HTTP კლიენტი, ანუ პროგრამული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ვებ-სერვერებზე ან ფაილურ სისტემებში არსებული ჰიპერტექსტური მარკირების ენაზე შედგენილი დოკუმენტებიდან და სხვა მედია საშუალებებიდან; 
cookies - ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომელსაც MANAMO იყენებს იმისათვის, რომ პორტალზე ავტორიზაცია გაუვლელ პირს მისცეს ზოგიერთი სერვისით სარგებლობის ტექნიკური საშუალება; ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებ გვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გათიშოთ 'cookies'-ები თქვენს ინტერნეტ მკვლევარში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა - მუდამ გქონდეთ ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ეწვევით ჩვენს ვებ გვერდს; 
დამთვალიერებელი - პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის MANAMO-ს პორტალზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია. 
ავტორიზაცია - MANAMO-ს პორტალზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, პორტალით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი MANAMO-ს პორტალზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს ან დაამატოს ახალი;
მომხმარებლის გვერდი - MANAMO-ს პორტალზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ მიცემულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას; 

მომხმარებელი ან/და წევრი - პირი, რომელიც სარგებლობს MANAMO-ს პორტალით;
ავტორიზაციის გავლა - პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის username-ისა და password-ის მონაცემების MANAMO-ს პორტალში არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით; 
რეგისტრაცია - MANAMO-ს პორტალზე ავტორიზაციის გავლის საშუალება; 

პერსონალური სტატუსის მოპოვება - პირის მიერ MANAMO-ს პორტალში რეგისტრაციის გავლა.
პერსონალური ინფორმაცია - ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც - „პერსონალური მონაცემი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით; 
პროფილი - მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია. 
ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ - ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA”  MANAMO-ს პორტალის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ; 
ელ. ფოსტის მისამართი - წევრის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც გამოიყენება MANAMO-სთან კომუნიკაციისათვის;
ვირუსი - მავნე პროგრამული უზრუნვეყლოფა; 

  1. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება

ჩვენთან ურთიერთობის დამყარების დროს თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია არის სწორი და ელექტრონულ კომუნიკაციას MANAMO-სა და თქვენ შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.

 

  1. მომხმარებლის გვერდი

თუ თქვენ სარგებლობთ MANAMO-ს პორტალით, მაშინ თქვენ თქვენს გვერდთან წვდომისათვის იყენებთ თქვენს ელ. ფოსტას (username) და თქვენ მიერ არჩეულ პაროლს (password), აღნიშნული მონაცემების დაცვა, მესამე პირებისათვის გამჟღავნებისგან და ნებისმიერ სხვა პირზე  გადაცემისაგან, თქვენი ვალდებულებაა.

აკრძალულია პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი სხვა პირის სახელით ან სხვა პირის მონაცემების გამოყენება ჩანაწერის ან მოთხოვნის შესაქმნელად, კონტროლისთვის, განახლებისთვის ან შესაცვლელად;

MANAMO-ს უფლება აქვს ხელი შეუშალოს წევრს პლატფორმის ნაწილობრივ და/ან მთლიანად გამოყენებაში, იმ შემთხვევაში, თუ ის გამოიყენებს მას წინამდებარე შეთანხმების ან მისი რომელიმე მუხლის პირობების საწინააღმდეგოდ.

 

  1. არასრულწლოვანი მომხმარებელი

შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA”  აცხადებს, რომ პორტალზე წვდომის უფლება აქვს მომხმარებელს, რომლის მინიმალური ასაკია 18 (თვრამეტი) წელი. მომხარებელი, აღნიშნულ პირობებზე თანხმობით ადასტურებს, რომ მას უკვე შეუსრულდა 18 (თვრამეტი) წელი. ამ პირობის დარღვევით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხარებელს.

შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA” იტოვებს უფლებას გააუქმოს ზემოთ ხსენებული პირობის დარღვევით განხორციელებული ნებისმიერი რეგისტრაცია წინასწარი შეთანხმების გარეშე.

 

  1. საავტორო უფლებები

MANAMO-ს პორტალის, იქნება ეს ვებ-გვერდის თუ აპლიკაციის, დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი, არის შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA”-ს ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. შეზღუდული პასუხისმგებლობა

შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA”-ს პორტალი წარმოდგენილია „ისეთი როგორიც არის“ და „ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი“ პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA”  არ აგებს პასუხს პორტალის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.

 

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობ

MANAMO პორტალით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA”-ს შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კონონმდებლობით.

 

  1. ოფიციალური კომუნიკაცია

შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA”-სათვის გაგზავნილი ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 156 ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით (მიღების დადასტურებით): [email protected]

 

  1. პერსონალური ინფორმაცია

შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA” თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ პორტალის წარმატებული მუშაობისა და თქვენი ეფექტური მომსახურებისთვის:

ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება, ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის ტიპები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ:

 

  1. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, შპს „BMB MATARACI TRANS GEORGIA” სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო სერვისებით. ამ შემთხვევაში, კომპანია აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (მიმღები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

 

  1. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით

ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

 

  1. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან, თქვენს კოდთან ანდა მომხმარებლის ინფომრაციასთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ „გასვლა-ის ფუნქცია როდესაც ტოვებთ პორტალს ყურადღების მიღმა.

 

  1. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

მომხმარებელს წვდომა აქვს MANAMO-ის პორტალზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა იმ მონაცემთან, რომელიც MANAMO-ის პორტალზე რეგისტრაციისათვის გადასცა კომპანიას პირადად. მომხმარებელს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის შესახებ MANAMO-ის პორტალზე არსებული ინფორმაცია.

 

  1. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ჩვენს სტანდარტულ პირობებში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი პორტალის მოხმარების წესები.

 

  1. შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ MANAMO-ის პორტალით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს.

წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს MANAMO-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დაწყების მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.

წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებს MANAMO-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს.